ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციაა ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის რეკონსტრუქცია- კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის სტანდარტებს.

,,რეაბილიტაციის შედეგად მოეწყობა: გასახდელები, საკონფერენციო დარბაზი; ჟურნალისტების, ექიმის, დელეგატების, ბურთის ბიჭების, მსაჯის ოთახები, საშხაპეები და სველი წერტილები, ლიფტები. გადაიხურება ტრიბუნები და VIP ლოჟა. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 10-მდე მინი სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები