გია ვოლსკი: იოანე ზოსიმეს ხელნაწერის სახელმწიფოსთვის გადაცემა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, იმისთვის რათა საქართველომ იგრძნოს საკუთარი ავტორიტეტი და მსოფლიოს გააგებინოს, რომ ჩვენ ვართ უძველესი კულტურის ქვეყანა

შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, იმისთვის რათა საქართველომ იგრძნოს საკუთარი ავტორიტეტი და მსოფლიოს გააგებინოს, რომ ჩვენ ვართ უძველესი კულტურის ქვეყანა,- ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის სახელმწიფოსთვის გადაცემას.

ვოლსკის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ისტორიაში დიდი როლი მიუძღვის.

„ბიძინა ივანიშვილს, რასაკვირველია, ერთ-ერთი უშველებელი როლი მიუძღვის საქართველოს მთელს ისტორიაში. სწორია, კარგია, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, იმისთვის რათა ქვეყანამ იგრძნოს საკუთარი რენომე, იგრძნოს საკუთარი ავტორიტეტი და მსოფლიოს გააგებინოს, რომ ჩვენ ვართ უძველესი კულტურის ქვეყანა და ამ უძველეს კულტურაზე, მის მემკვიდრეობასა და თვითმყოფადობაზე დგას სახელმწიფო – მისი უსაფრთხოება და განვითარების პერსპექტივები“, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნი საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა აჩუქა. საგანძური კრისტის აუქციონზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მილიონ ფუნტად შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები