მაჭავარიანი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის არშეჩერებაზე: კანონი სრულ თანხვედრაშია ჩვენს კონსტიტუციასთან

“დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ [კანონი] სრულ თანხვედრაშია ჩვენს კონსტიტუციასთან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა და გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოქმედება არ შეაჩერა.

“სასამართლო პროცესი, რომელიც ვიხილეთ, სრულიად სამარცხვინო იყო, ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობდნენ, მეორე დღესვე დაგვხურავენო, ყველა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ის, რომ ჩელიაბინსკში უნდა გაგვეღვიძა, გავიდა 5 თუ 6 თვე და ყველამ გავიღვიძეთ ისევ საქართველოში. აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ მოუტანია ამ კანონს, რასაც ტირაჟირებდნენ რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების წარმომადგენლები”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები