მელორ ვაჩნაძე: “თავისუფალი ზონის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კანონმორჩილები არიან

“თავისუფალი ზონის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კანონმორჩილები არიან – ამის შესახებ “თავისუფალი ზონის” ოფისთან ჟურნალისტებს სამოქალაქო აქტივობის კლუბის წევრმა მელორ ვაჩნაძემ განუცხადა. ვაჩნაძის თქმით, მათი მხრიდან დაპირისპირებისკენ არც ერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული.
“რამდენიმე დღის წინ სცემეს ჟურნალისტი და ამას ვაპროტესტებთ. დღეს, როგორც ხედავთ, ეს ადამიანები ამოფარებულები არიან პოლიციას “, – განაცხადა ვაჩნაძემ.
დღეს “თავისუფალი ზონის” ოფისთან საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. პირველი აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული იდეა”, მეორე აქციის კი – ჟურნალისტები. აქციების მონაწილეები “თავისუფალი ზონის” წევრების მიერ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებენ. ამჟამად “თავისუფალი ზონის” ოფისის შესავლელთან “ნაციონალური მოძრაობისა” და ორგანიზაციის წევრები არიან შეკრებილები. მათ ირგვლივ ორ მწკრივად პოლიციელები იმყოფებიან და ტერიტორია ბარიკადებით აქვთ შემოვლებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები