“მეგობრული საუბარი მქონდა ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩთან, მარგე მარდისალუ-კაჰართან” – შალვა პაპუაშვილი

“მეგობრული საუბარი მქონდა ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩთან, მარგე მარდისალუ-კაჰართან. მას ელჩად დანიშვნა მივულოცე და ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოვხატე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მიმოვიხილეთ საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული პარტნიორობა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზა. აგრეთვე, განვიხილეთ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მათი გავლენა ჩვენს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები