მაჭარაშვილი – გახარიაზე: საკუთარი გუნდის წევრებს და ლიდერებს რომ გადააგდებ, ქვეყანას რას უზამ?

„საკუთარი გუნდის წევრებს და ლიდერებს რომ გადააგდებ, ქვეყანას რას უზამ?”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გახარიამ ქვეყანა “ერთხელ უკვე “გადააგდო”.

“ერთხელ “გადააგდო” უკვე, მერე ხალხის მოტყუება უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. სავარაუდოდ, იმავე პრობლემების გამო, ორი ამბიციური პიროვნება – ხაზარაძე და გახარია ვერ შეთანხმდნენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილის ქარტიას ხელი მოაწერა, ახლა კი მას აკრიტიკებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები