გიორგი პაპუაშვილი კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის მე-3 კონგრესს დაესწრო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის მე-3 კონგრესს დასწრო.
კონგრესი 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით სეულში, კორეის რესპუბლიკაში (სამხრეთ კორეა) მიმდინარეობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად აერთიანებს 71 ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებს და რელევანტურ ინსტიტუტებს ევროპის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის და აფრიკის კონტინენტებიდან. ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით, მსოფლიო კონფერენცია ჩამოყალიბდა როგორც მუდმივი ორგანო. მსოფლიო კონფერენციის მიზანია კონსტიტუციური მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებების განვითარების ხელშეწყობა, საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს შორის სამართლებრივი დიალოგის გაღრმავება. გიორგი პაპუაშვილი არის კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის ხელმძღვანელი ორგანოს – ბიუროს წევრი. კონგრესის ფარგლებში გაიმართა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის წევრი თავმჯდომარეების შეხვედრა, სადაც გადაწყდა, რომ 2015 წლის 9-11 სექტემბერს, ევროპის კონფერენციის ეგიდით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების პირველი დიდი მოსამზადებელი შეხვედრა ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები