მიხეილ სარჯველაძე – სალომე ზურაბიშვილზე: პრაქტიკულად, საარჩევნო შტაბად გამოაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაცია 

“პრაქტიკულად, საარჩევნო შტაბად გამოაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაცია”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ  სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

“პრეზიდენტი, ბოლო ხანებია, სრულიად საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს იმისა, რაც არის კონსტიტუციური წესრიგი. ზეპარტიულობასა და იდეალურ მოწყობაზე კი არ არის აქ საუბარი, ელემენტარული სამართლებრივი ნორმების უპატივცემულობაზეა ლაპარაკი – პრაქტიკულად, საარჩევნო შტაბად გამოაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც ჩაფიქრებულია, რომ იყოს ზეპარტიული, ნეიტრალური ინსტიტუტი. ამ ყველაფრის ფონზე, მგონი, ყველაფერი ნათელია. რეალურად, დაკარგა საკუთარი ფუნქცია, ის უბრალოდ ცდილობს, რაღაც ფორმით, ხელი შეუწყოს ოპოზიციას,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები