“პრეზიდენტს გონება და ცოდნა არ ჰყოფნის, რომ არჩევნების გაყალბების მოსალოდნელ საფრთხეზე ილაპარაკოს” – ვოლსკი

“პრეზიდენტს გონება და ცოდნა არ ჰყოფნის, რომ არჩევნების გაყალბების მოსალოდნელ საფრთხეზე ილაპარაკოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს.

დეპუტატის თქმით, “სალომე ზურაბიშვილს ნიჭიც რომ ჰქონდეს, იმ გარემოებებს ვერ დაახასიათებს, რამაც შეიძლება, არჩევნების გაყალბება გამოიწვიოს”.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უარესი წინ გველოდება – როცა ის ვერანაირად დაასაბუთებს, რომ არჩევნები გაყალბდა, სხვა მიზეზებს და იმ ზღაპრებს მოიგონებს, რაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან უკვე ხშირად გვესმის, რომ თითქოს და, ზეწოლა, მოსყიდვები ხდება და ისეთი გარემოებებია შექმნილი, რომ ლამის პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახურები ქუჩა-ქუჩა დადიან და მუქარის ქვეშ ადამიანებს აიძულებენ, რომ 26 ოქტომბერს ხმა აუცილებლად “ქართულ ოცნებას” მისცენ.

შეუძლებელია, ადამიანი ნების წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება აიძულო – ეს არის ფაქტი. როცა ამ ფაქტს უპირისპირდები, ეს არის უტიფრობა ან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები