“გასაკვირია, როცა ევროპარლამენტიდან სააკაშვილის უპირობოდ გათავისუფლებაზე ვისმენთ განცხადებას” – კირცხალია

 “გასაკვირია, როცა ევროპარლამენტიდან სააკაშვილის უპირობოდ გათავისუფლების თაობაზე ვისმენთ განცხადებას. ევროპას ვიცნობთ, როგორც კანონის უზენაესობის დაცვის სივრცეს. შესაბამისად, ეს განცხადება გაუგებარია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„სანქციების დაწესებას რაც შეეხება, რუსეთის ფედერაციასთან ბალტიისპირეთის ქვეყნებმა 20 პროცენტით გაზარდეს ვაჭრობა. საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან, რასაც საზოგადოება ნათლად შეაფასებს. ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოთხოვნები როდესაც არის, ამას არანაირი ფასი არ აქვს. საზოგადოება ამ რეზოლუციას ნათლად შეაფასებს და ლობისტებს პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს, რადგან რეზოლუციაში ანტიდემოკრატიული მოთხოვნებია ჩადებული“, – განაცხადა  კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები