„ერთიანობას თუ აირჩევს ხალხი, რა თქმა, უნდა ხმას მისცემს 41-ს” – მაჭარაშვილი

“მე ვიტყოდი, რომ ეს ბანერი ძალიან კარგია, რადგან ერთიანობასა და გაერთიანებაზე ჩვენ ვლაპარაკობთ და „ნაცები“ სულ ლაპარაკობენ დაყოფასა და ომზე და ა.შ.”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერზე საუბრისას განაცხადა.

„ერთიანობას თუ აირჩევს ხალხი, რა თქმა, უნდა ხმას მისცემს 41-ს. რაც შეეხება „ოცნების“ მოშორებას, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელმაც უკვე პრაქტიკულად უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება და ვის მოიშორებენ ამას ვნახავთ 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქალაქში ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერები გამოაკრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები