“სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას რაც ახლა სჭირთ, ეს არის პოლიტიკური აგონია და პანიკა” – იონათამიშვილი
“სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას რაც ახლა სჭირთ, ეს არის პოლიტიკური აგონია და პანიკა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, როგორც ჩანს, 26 ოქტომბრამდე ეს სიმპტომები კიდევ უფრო გაღრმავდება.
„მათ დაიმსახურეს, რომ ამომრჩევლისგან უარყოფილი იყვნენ. ცდილობენ, რამენაირად დეზინფორმაციითა და სიცრუით ნიადაგი შექმნან, რათა არჩევნების შეფასების დროს ინტერპრეტაციების სივრცე დატოვონ. როგორც არ უნდა ეცადონ, დეზინფორმაციით ვერავინ გავა ფონს. საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ არჩევნები სამართლიანი და კონკურენტუნარიანი იქნება. რასაკვირველია, მათ კონკურენტულ გარემოში არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს, პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ქართველი ხალხი მიიღებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.