საქართველოს პატრიარქს გიორგი მარგველაშვილმა მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ძმის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა. პრეზიდენტი სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. მონასტერში სამგლოვიარო პანაშვიდზე ასევე იმყოფებიან დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პატრიარქს მრევლი და მოქალაქეები უსამძიმრებენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ს ძმა ბერი გიორგი (ერისკაცობაში ვიქტორ ღუდუშაური-შიოლაშვილი) მცხეთაში 29სექტემბერს გარდაიცვალა. ბერი გიორგი პატრიარქზე უფროსი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები