სასამართლომ ახალაია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა

   სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ბაჩო ახალაია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა,- ამის შესახებ „კვირას“ სააპელაციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურის ნინო თოფურიძის განმარტებით, სააპელაციომ ძალაში დატოვა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ე. წ. ციხის ბუნტის საქმეზე პროკურატურის საჩივარზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაია საქალაქო სასამართლომ მხოლოდ მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა, დანარჩენ ნაწილებში კი იგი დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო დღეებში ახალაია 3 ნოემბერს შეიწყალა. პროკურატურამ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ახალაია გამართლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები