“კანონმდებლობა არ აინტერესებთ, ისინი უბრალოდ აპელირებენ იმით, რომ ევროკავშირის მოქმედ ელჩს არ მოსწონს ამ რეკლამის შინაარსი” – ლევან მაჭავარიანი

”კანონმდებლობა არ აინტერესებთ, ისინი უბრალოდ აპელირებენ იმით, რომ ევროკავშირის მოქმედ ელჩს არ მოსწონს ამ რეკლამის შინაარსი”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატი კონკრეტული ტელევიზიების მიერ მათ არხებზე “ქართული ოცნების“ რეკლამის დაბლოკვას გამოეხმაურა.

“ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი პოზიცია, რადგანაც ისინი ვალდებულები არიან, რომ კანონს დაემორჩილონ. მათთვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, კონსტიტუციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ რომელიმე პოლიტიკოსი, ევროპიდან იქნება ეს, ამერიკიდან თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, იტყვის, რომ თეთრი არის შავი, ისინი დაეთანხმებიან, რომ თეთრი არის შავი. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა “ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს წარწერით: “არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ 4 ოქტომბერს “სამარცხვინო“ და “შემზარავი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები