გიორგი შუხოშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მყარი ნარჩენების მართვის ქართული გამოცდილება გააცნო

გიორგი შუხოშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მყარი ნარჩენების მართვის ქართული გამოცდილება გააცნო. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის“ კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ბერლინში, სერთაშორისო კონფერენციაზე – „მდგრადი ურბანული განვითარება სამხრეთ კავკასიაში“, საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის კუთხით გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გამართა.
მან ისაუბრა პროექტებზე, რომელიც კომპანიამ ორწლიანი მუშაობის განმავლობაში განახორციელა.
გარმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გერმანელმა კოლეგებმა და ექსპერტებმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ოფიციალურ პირებს ურბანული დაგეგმარების, წყლის რესურსებისა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხები გააცნეს. საქართველოსთვის, რომელსაც ევროკავშირთა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ახალი ვალდებულებები აქვს, ამ ტიპის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და თანამედროვე ურბანული ობიექტების მოსანახულებლად, ბერლინში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, შ.პ.ს. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი გაემგზავრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები