„რასაც “ნაციონალური მოძრაობა” EPP-ის მხარდაჭერით აკეთებს, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოა“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” EPP-ის მხარდაჭერით აკეთებს, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოა.
“სულ ტყუილად ჟრიამულობენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ არის სახალისო, რომ საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. რასაც ისინი აკეთებენ მათი მეგობარი პოლიტიკური ორგანიზაციის EPP-ის მხარდაჭერით, არ არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯი”, – განაცხადა ბესელიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციის შეფასებისას.
მისივე თქმით, სასამართლოს წინასწარ ვერავინ მისცემს დავალებას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
103 მომხრე 27-ის წინააღმდეგ – ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი კენჭისყრაზე გუშინ ამ შედეგით დაამტკიცეს.
დოკუმენტში არ ჩაიწერა პუნქტი, რომელიც ქვეყანაში გადამდგარი პრემიერ-მინისტრის არაფორმალურ მმართველობას ეხება.
ამასთან, დოკუმენტში რჩება ჩანაწერი, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ბაჩო ახალაიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები