დავით მათიკაშვილი: შთამომავლობას უნდა დავუტოვოთ ისეთი საკანონმდებლო სივრცე, სადაც არ იქნება ადგილი იმ პროპაგანდის, რომელმაც, შესაძლებელია ეროვნული მასშტაბით უმძიმესი შედეგები გამოიღოს

“ჩვენ უნდა გავამყაროთ, ჩვენს შთამომავლობას, ჩვენს შვილებს უნდა დავუტოვოთ ისეთი საკანონმდებლო სივრცე, სადაც არ იქნება ადგილი და მოაზრებაც კი იმ პროპაგანდის, რომელმაც, ძალიან მაღალი ალბათობით, შესაძლებელია ეროვნული მასშტაბით უმძიმესი შედეგები გამოიღოს”,-ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მათიკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის მობილიზებაა აუცილებელი.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის თვითმიზანი. საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც ქვეყანას დემოკრატიულ სისტემაში მართავენ უმრავლესობის წარმომადგენლები. ასე იყო დღესაც, ამ მოწვევის პარლამენტის პირობებში, მაგრამ როდესაც დღის წესრიგში დგას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვისთვის, ანუ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ შემუშავებული კანონის კონსტიტუციურ დონეზე გამაგრება, როდესაც საუბარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, როდესაც საუბარია ქვეყნის ბედზე, მომავალზე, რა თქმა უნდა, ერთადერთ ეროვნულ ძალას, ერთადერთ, ქართველობაზე, მის მოქალაქეებზე მზრუნველ და მოფიქრალ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს იმის რესურსი, რომ საპარლამენტო დონეზე შეძლოს, მოახერხოს და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებამდე მივიდეს, ანუ პროცესი დაასრულოს. ეს არ იქნება შესაძლებელი საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე. ამიტომ არის მაქსიმალურად მობილიზება საჭირო. ჩვენ უნდა გავამყაროთ, ჩვენს შთამომავლობას, ჩვენს შვილებს უნდა დავუტოვოთ ისეთი საკანონმდებლო სივრცე, სადაც არ იქნება ადგილი და მოაზრებაც კი იმ პროპაგანდის, რომელმაც, ძალიან მაღალი ალბათობით, შესაძლებელია ეროვნული მასშტაბით უმძიმესი შედეგები გამოიღოს. ამას ჩვენ მხოლოდ ქართველები არ ვსაუბრობთ. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ხალხმა ხმა აიმაღლა ამ ყველაფრის წინააღმდეგ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები