“სალომე ზურაბიშვილი არის ყოველგვარ წითელ ხაზს გაცდენილი” – მათიკაშვილი

“სალომე ზურაბიშვილი არის ყოველგვარ წითელ ხაზს გაცდენილი. სამართლებრივად საქართველოს პრეზიდენტად ითვლება, რეალურად კი ის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “დღის ქრონიკაში” განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილისთვის კონსტიტუციის დარღვევა არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმიანობა და არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის.

“რაც მეტს შეეცდება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ავნოს საკუთარ ქვეყანას, მით მეტ პლუსს დაიწერს თავის დღის წესრიგში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები