“ვერ მივხვდი, პრეზიდენტს რა უნდოდა; მას უნდა ზოგადად კეკლუცი, თუ უნდა, რომელიმე კონკრეტული კანონი ძალაში არ შევიდეს?!” – ხვიჩია

‘პრეზიდენტს მაინცდამაინც ფეხებზე ეკიდა ამ კანონის ძალაში შესვლა-არშესვლა, თორემ მას შეეძლო, ვეტო დაედო და პარლამენტი ამ კანონს ვერ მიიღებდა, შესაბამისად, ის ძალაში არ იქნებოდა”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონზე საუბრისას განაცხადა.

“ვერ მივხვდი, პრეზიდენტს რა უნდოდა, მას უნდა ზოგადად კეკლუცი, თუ უნდა, რომელიმე კონკრეტული კანონი ძალაში არ შევიდეს?! – კეკლუცობა, მე მგონი, პრეზიდენტის საქმე არ არის,” – თქვა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს ხელი დღეს მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები