შსს სექტემბერში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: 2014 წლის სექტემბერი 501 761 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე -2 %-ით ნაკლებია. რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 187 595 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 1 760 748 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10%); ბ) ტრანზიტი – 827 805 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,8%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -8%); გ) სხვა – 1 599 042 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,4%). 2014 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-6%), აზერბაიჯანიდან (+13,8%), სომხეთიდან (+2%), რუსეთიდან (+0,05%) და უკრაინიდან (+1,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–სექტემბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად 81%, 36%, 23% და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (38%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 49% მატებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები