საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები კვლავ 24-საათიან რეჟიმში არის შესაძლებელი

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები, ორივე ქვეყნის მიმართულებით, კვლავ 24-საათიან რეჟიმში არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე წლის, 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 სთ-დან-09:00 სთ-მდე, სგპ,,ყაზბეგის” მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, ორივე ქვეყნის მიმართულებით, შეჩერებული იყო საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები