ირინე წაქაძემ თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში მყოფ ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა
მინისტრის მოადგილე და სააგენტოს ხელმძღვანელი ბენეფიციარების საჭიროებებს პირადად გაეცნენ. როგორც ირინე წაქაძემ აღნიშნა, ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ღირსეული სიბერისთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია.
ხანდაზმულთა პანსიონატი ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას, პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებასა და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებასა უზრუნველყოფს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.