მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: ჩვენი საზოგადოება მათ არჩევნებზე დიდ უარს გამოუცხადებს და მწარედ დამარცხდებიან

“წინასაარჩევნოდ გვარამიას მხრიდან წამოცდენები თუ წინასაარჩევნო საუბრები მანამდეც ყოფილა, რაც უნდა თავი დამალონ, მათი ქვეცნობიერი მაინც საუბრობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

“მათ ხელისუფლებაში მოსაბრუნებელი პირი არ გააჩნიათ. მათ საზოგადოებისგან ეს მესიჯი დიდი ხანია მიიღეს. ახლა იმისთვის ემზადებიან, რომ მაშველი რგოლები მაქსიმალურად გამოიყენონ და სიტუაციის არევის ინსცენირება მოახდინონ 27 ოქტომბერს, რისი არანაირი შანსიც არ აქვთ ბევრი მიზეზის გამო. ჩვენი საზოგადოება მათ არჩევნებზე დიდ უარს გამოუცხადებს და მწარედ დამარცხდებიან”, – განმარტა დეპუტატმა.

ცნობისთვის, პარტია „ახალის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ვის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცესკო? ცესკო სულ იტყუება, მთავარია, ხალხი რას გრძნობს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები