მიხეილ სარჯველაძემ ხანდაზმულთა პანსიონატში მყოფ ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად, ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა, სადაც ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
მინისტრი ხანდაზმულთა საჭიროებებს და პანსიონატში მოქმედ სამედიცინო სერვისების ხარისხს გაეცნო.
მისი განცხადებით, ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებით მათი უზრუნველყოფა, სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.