ირაკლი კობახიძე ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ხაზს უსვამს საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა ამყარებს.

„გულწრფელად გილოცავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ამყარებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ხალხთა შორის ძლიერ კავშირებთან ერთად, უამრავ შესაძლებლობას უქმნის ორივე ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაფართოებას და გაძლიერებას”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

https://x.com/PM_Kobakhidze/status/1840995170264686898?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1840995170264686898%7Ctwgr%5Eb9fc5e66b5465eafb2b949ab1fa906f8c503f10f%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fpolitika%2F355378%2Firakli-kobakhidze-chinets-sakhalkho-respublikis-75-tslis-iubiles-ulotsavs

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები