სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში ანჯეი დუდას შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილია პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

„საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით გამოვა პანელზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები