ხათუნა გოგორიშვილი: ვისი ნათესავისთვის სჭირდებათ თემურ გიორგაძის თანამდებობა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსს თემურ გიორგაძეს განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა.
აღნიშნული განცხადება გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ანგარიშის მოსმენისას გააკეთა.
დეპუტატის თქმით, საჯარო სამსახურებში ინიშნებიან არა პროფესიონალური ნიშნით, არამედ პარტიული და ნათესაური პრინციპით.
“რატომ გადაწყვიტა თბილისის მერის მოადგილე ხელაიამ და რატომ უთხრა დღეს საკმაოდ აწყობილი და აქტიური სამსახურის ხელმძღვანელს თემურ გიორგაძეს, დაწეროს განცხადება და წავიდეს სამსახურიდან?! იქნებ დაინტერესდეთ, ვისი ნათესავისთვის სჭირდებათ ეს თანამდებობა?!”, – განაცხადა გოგორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები