მაჭარაშვილი – გვარამიაზე: რადგან არ ჩაეწერა პირველ ნომრად, ესე იგი, ხალხს გვარამია და მისი მხარდაჭერა არ უნდა

“გვარამია რომ ნდომებოდა ხალხს, პირველ ნომრად ჩაეწერებოდა”, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი პარტია „ახალის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას.

“ძალიან კარგად იცის გვარამიამ, რომ ხალხს უნდა მშვიდობა, ტრადიციები, ღვინო უნდა ბატონო გვარამია ქართველი ხალხის უმრავლესობას, რის გამოც თქვენ ვეღარ ჩამობრძანდით კახეთში და ბევრ სხვა რეგიონში. ეს უნდა ხალხის უმრავლესობას.

გვარამია, რომ ნდომებოდა ხალხს პირველ ნომრად ჩაეწერებოდა. რადგან არ ჩაეწერა, ესე იგი ხალხს გვარამია და მისი მხარდაჭერა არ უნდა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ვინაიდან იგი სულ იტყუება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები