“როდესაც დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ, რა დეზინფორმაციული ტალღების გამკლავებაც ამ ქვეყანას უწევს, წარმოუდგენელია, სხვა რამ შევადაროთ მას” – ბოჭორიშვილი

“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დარწმუნებული ვარ, ამას იზიარებს ყველა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ სათაურით, რომელსაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ შინაარსით და შინაარსით დატვირთული ურთიერთობა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა “დღის კურიერის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“როდესაც დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ, რა დეზინფორმაციული ტალღების გამკლავებაც ამ ქვეყანას უწევს, წარმოუდგენელია, სხვა რამ შევადაროთ მას. წარმოიდგინეთ, ქვეყანა, რომლის შესახებაც ყოველდღიურად ვხედავთ აბსოლუტურად ცრუ ნარატივებს და ცრუ მანიპულაციას. რაც შეეხება დამოკიდებულებას და ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დარწმუნებული ვარ, ამას იზიარებს ყველა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ სათაურით, რომელსაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ შინაარსით და შინაარსით დატვირთული ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ძვირფასია ის წლები, რა წლების განმავლობაშიც შენდებოდა ეს ურთიერთობები და ძალიან გულსატკენია, როდესაც ვხედავთ უარყოფით დინამიკას ამ ურთიერთობებში”, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები