“ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილიასაც მილიონს გვაძლევს, რისთვისაც მადლობა; ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში” – მერაბ დვალიშვილი

“მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები – ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში”, – ასე გამოეხმაურა UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიასათვის მილიონი ლარის გადაცემის შესახებ.

„მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები. ეს იქნება ჯიუ-ჯიცუს და ჭიდაობის დარბაზები, სადაც ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. ახლა ვნახე, ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილიასაც მილიონს გვაძლევს, რისთვისაც მადლობა. ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები