ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ნაკრების სამწვრთვნელო შტაბის ახალი შემადგენლობა დაასახელა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ “პირველ პრესკლუბში” ჭიდაობის ნაკრების სამწვრთვნელო შტაბის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
კურტანიძემ გადაწყვეტილებების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება დიდწილად სპორტის სამინისტროდან მიღებულმა წერილმა განაპირობა. კურტანიძის გადაწყვეტილებით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთვნელად მიხეილ სალაძე დაინიშნა. მეორე მწვრთვნელი ოთარ ტატიშვილი, მესამე – თეიმურაზ აფხაზავა, მეოთხე კი იოსებ ბერიაშვილი იქნება. დამხმარე მწვრთვნელი აკაკი ჩაჩუა გახდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კი სათავეში ნუგზარ სხირელი ჩაუდგა. ნაკრების მეორე მწვრთვნელი ოთარ თუშიშვილი, მესამე სოსო ბზარაშვილი, მეოთხე მწვრთვნელი კი ვლადიმერ რეხვიაშვილი იქნება. მწვრთვნელებს ხელშეკრულება 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე გაუფორმდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები