“ტიკ-ტოკერი” მარი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

“ტიკ-ტოკერი” მარი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. 

ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი დინა ნაწიფაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“მეგობრებო, მარიმ დაგვტოვა. ვერ ვაზროვნებ, ძალიან ცუდად ვარ. რა გავაკეთო, მომხედეთ, გთხოვთ.

რეფერალურში ვარ, აქ ჰყავთ მარი. ვის მივაკითხო, არ ვიცი. მანქანას გაუტანია”, – წერს ნაწიფაშვილი.

არსებული ინფორმაციით, “ტიკ-ტოკერი” მარი თელავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

“კვირა” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები