ევროსაბჭოს ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტში მოხვდა ყოფილი თანამდებობის პირების პოლიტიკური დევნის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის და მისი ქონების დაყადაღების საკითხები. რეზოლუციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ის შესწორება არ შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ჩარევას ეხებოდა.
დოკუმენტის მიხედვით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი ხელისუფლებას მიმართავს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო, გამაფრთხილებელი ზომით შეცვალოს. რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სამართლებრივ დევნასა და ქონების დაყადაღებაზე, ასევე ხელისუფლების მაღალ შტოებს (მთავრობასა და პრეზიდენტს) შორის დაპირისპირებაზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები