მერაბ დვალიშვილი: არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში

“არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში”, – ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამას არაფერი შეედრება… მთელი ცხოვრება აღნიშნულზე ვოცნებობდი. მინდა ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში. მადლობა ყველას, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა“,- აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.

ცნობისთვის, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა, სადაც გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. დვალიშვილი აეროპორტიდან მსვლელობით ფილარმონიასთან გადაინაცვლებს, სადაც 18:00 საათიდან გულშემატკივართან შეხვედრას გააგრძელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები