კახა კალაძემ გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა მოინახულა

საქართველოს ენერგეტის მინისტრმა კახა კალაძემ, საპარტნიერო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა გარდაბნის 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა მოინახულეს.
გაზის ტურბინების მონტაჟის შემდეგ ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია ძირითადი აგრეგატებისთვის საძირკვლის მომზადების სამუშაოები და მიმდინარეობს ლითონ-კონსტრუქციებისგან სხვადასხვა დამხმარე შენობის მშენებლობა.
მშენებლობის დასრულება 2015 წლისთვის იგეგმება.
თბოელექტროსადგურის მშენებლობას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საპარტნიორო ფონდთან ერთად ახორციელებს.
სადგურის პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კოლოვატსაათი იქნება და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
გარდაბნის თბოელექტროსადგურის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია და მას “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” და საპარტნიორო ფონდი აფინანსებს. მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია – “ÇALIK ENERJİ” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები