დავით ბაქრაძე სპეციალური სტუმრის სტატუსით ბირმინგემში იმყოფება

უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, ბირმინგემში, კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე, სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება. დავით ბაქრაძე შეხვედრებს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან ფილიპ ჰამონთან, გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მინისტრთან დევიდ ლივინგსტონთან, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარესთან და ასევე ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრებთან გამართავს.
შეხვედრების მთავარ თემებად საქარველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რეგიონალური უსაფრთხოება, ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები და ბრიტანეთ-საქარველოს ორმხრივი თანამშრომლობა განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები