ჯაფარიძე: მე და ჩემმა გარემოცვამ ვიცოდით, რომ ციხეში ადამიანებს ურტყამდნენ (ვიდეო)

გაჩუმდით, თქვენ ხმას როგორ იღებთ?! თქვენ კარანტინის გავლით მოხვდებით “მატროსოვზე”, – მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა ზურაბ ჯაფარიძესა და დავით საყვარელიძეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თოქ-შოუ “არჩევანში”. ინაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა არა მარტო “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც კიდევ ერთხელ ბრალი დასდო ადამიანების “ჯალათებად ქცევაში”, არამედ “ქართული ოცნებაც”. ინაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არ გაამართლა ქართველი ხალხის მოლოდინი და სამართლიანობა არ აღადგინა.
გადაცემის მსვლელობის დროს, ინაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც ამავე გადაცემაში მოწვეული სტუმარი იყო, წარსული გაახსენა. მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძემ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იცოდა, თუ როგორ აწამებდნენ ციხეებში პატიმრებს, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენია. „პატრიტთა ალიანსის“ ლიდერმა გადაცემის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის ის ვიდეო-მასალა გაავრცელა, სადაც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში დაადასტურა, რომ ციხეებში პატიმართა წამების შესახებ ინფორმაციას ფლობდა. შეგასენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ 2013 წლის ივლისში პატიმართა წამების შესახებ სკანდალური აღიარება გაახმაურა.
„ის, რომ ადამიანებს ციხეში ურტყამდნენ მე ვიცოდი და მთელმა ჩემმა გარემოცვამაც იცოდა. ის რომ კარნატინის დაშლა ხდებოდა და პატიმრებს ურტყამდნენ, ან საკნებში თუ ვინმე ხმას ამოიღებდა და უტყამდნენ ესეც ვიცოდი“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში 2013 წლის 27 ივლისს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=mIXyEK4N12E” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები