მაჭარაშვილი – გაეროში ადეიშვილის გამოჩენაზე: ეს არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს შეურაცხყოფა, არამედ დემოკრატიის და იმ ქვეყნების შეურაცხყოფა, სადაც გადაადგილდება

„ეს ადამიანები, რომლებიც ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ აღიარებულები არიან დამნაშავედ, უცებ გამოჩნდებიან ხოლმე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში”, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი გაეროში ზურაბ ადეიშვილის გამოჩენას.

“ეს არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს შეურაცხყოფა, არამედ დემოკრატიის და იმ ქვეყნების შეურაცხყოფა, სადაც ეს ხალხი გადაადგილდება. ქართველი და ევროპელი მოქალაქე ხედავს, რომ ქართული და საერთაშორისო სასამართლოს მიერ დამნაშავედ აღიარებული პიროვნება ასე მშვიდად დაიარება და მეტიც, ხალხს მოძღვრავს საერთაშორისო კონფერენციებიდან. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულებელყოფენ უცხოური ძალები, რომლებიც დამნაშავეებს საერთაშორისო კონფერენციებში აღებინებენ მონაწილეობას“, – განმარტავს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, ზურაბ ადეიშვილი გაეროში ოფიციალურ შეხვედრებსა და სესიებში იღებს მონაწილეობას. ის უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები