ოხანაშვილი – გაეროში ადეიშვილის გამოჩენაზე: როდესაც ძებნილ კრიმინალს გაეროში მიიწვევ, როგორც ჩანს, გაინტერესებს ამ ადამიანის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხებისადმი

„როდესაც ძებნილ კრიმინალს გაეროში მიიწვევ, როგორც ჩანს, გაინტერესებს ამ ადამიანის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხებისადმი” , – ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გაეროში ზურაბ ადეიშვილის გამოჩენას.

“ასეთი კრიმინალის აზრების მოსმენა თუ აინტერესებთ გაეროში კონკრეტულ პირებს, ვინც ეს ადამიანი მიიწვია, ეს მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე ქართველი ხალხის მიმართ და ეს მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ინტერესების დაცვის მიმართ. არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ქართველ ხალხს, რომელმაც განიცადა იმ რეპრესიული რეჟიმის დამოკიდებულება, რომელსაც წარმოადგენდა მათ შორის ზურაბ ადეიშვილი“, – აცხადებს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, ზურაბ ადეიშვილი გაეროში ოფიციალურ შეხვედრებსა და სესიებში იღებს მონაწილეობას. ის უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები