ნათია თურნავა ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

ინფორმაციას  საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის გადახდების სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

შეხვედრის დასასრულ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ, თანამშრომლობის გაღრმავების, ორივე ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვისა და პროცესების დაჩქარების მიზნით, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მომავალში ჩინეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს.

ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სების ვიცე-პრეზიდენტი – ეკატერინე გალდავა, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ალექსანდრე ხაზარაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – გიორგი ედილაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები