“ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებები ემსახურება იმას, რომ მათ ძალიან უჭირთ 5%-იანი ბარიერის გადალახვა” – ალუდა ღუდუშაური

„მე ეჭვი მეპარება, რომ ასეთი ქმედებებით შეიძლებოდეს ოპოზიციისთვის სიცოცხლის შეძენა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა და საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების საკითხზე გააკეთა კომენტარი.

“ჩვენ ვიცით – ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებები ემსახურება იმას, რომ მათ ძალიან უჭირთ 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ამიტომ არიან ასეთი არათანმიმდევრულები.

რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით არჩევნების თარიღს, მით მეტია ასეთი განცხადებები და ქმედებები, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ხდება იმისთვის, რომ როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი რადიკალური ოპოზიციისთვის იყოს ერთგვარი სპეკულაციის თემა მიწოდებული”, – განმარტა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები