”სააკაშვილის შეთავაზება, თავისი მოღალატე “შვილები” უკან დაიბრუნოს, ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი კონცენტრაცია მოახდინოს „ნაცმოძრაობაში“ – წილოსანი

”მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომ თავისი მოღალატე “შვილები” უკან დაიბრუნოს, ერთადერთი ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი კონცენტრაცია მოახდინოს „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა, რითაც პარტია „ახალისა“ და „ნაცმოძრაობის“ გაერთიანების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

“დაფინანსების წყარო, როგორც ჩანს, სხვადასხვა აქვთ და ეს გამოიწვევს იმას, რომ საკუთარ მავნებლურ პოლიტიკაში კოორდინირებულები ვერ იქნებიან, ამიტომ სააკაშვილის მხრიდან წინასაარჩევნოდ ეს შეთავაზება გვაჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, როგორი სიხარბე სჭირს „ნაციონალურ მოძრაობის“ რეალურ ლიდერს, რომელიც ამ შემთხვევაში საავადმყოფოს კედლებს მიღმა იმალება“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას პარტია „ახალს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები