მაია ბუწაშვილი – კოვიდზე: ზაფხულშიც იყო შემთხვევები და ახლაც საკმაოდ ბევრია

“ჯერჯერობით, გრიპის ეპიდემია დაწყებული არ არის, რომელიც სტანდარტულად, უფრო ნოემბრიდან იკრებს ხოლმე ძალებს”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა.

როგორც ბუწაშვილმა აღნიშნა, რომელიმე კონკრეტული ეპიდემიოლოგიური აფეთქება ახლა ქვეყანაში არ არის.

“არის ცალკეული შემთხვევები სხვადასხვა ვირუსული ინფექციების, როგორც ზოგადად არის ხოლმე. ამჟამად განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გვაქვს.

რაც შეეხება კორონავირუსს, კოვიდი არის, ზაფხულშიც იყო შემთხვევები და ახლაც საკმაოდ ბევრია”, – განმარტა ინფექციონისტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები