კალაძე – გივი შაჰნაზარის გარდაცვალებაზე: თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენოსანი, არაერთი პრემიის ლაურეატი გამოაკლდა თბილისს

“ვწუხვარ გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძე შაჰნაზარის ახლობლებს უსამძიმრებს.

“ცნობილი მთარგმნელი და პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენოსანი, არაერთი პრემიის ლაურეატი გამოაკლდა თბილისს; კაცი, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული თბილისისა და მისი კულტურისთვის.

ვუსამძიმრებ ბატონი გივის ოჯახს, მის ახლობლებს, ლიტერატურულ საზოგადოებას და თბილისს!”, – წერს კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები