ილია დარჩიაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში „მომავლის სამიტში” მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის სახელით გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ინიციატივით მიმდინარე „მომავლის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა ინტერაქტიურ დიალოგში გლობალური მმართველობითი ინსტიტუტების გაუმჯობესების და მდგრადი განვითარების საკითხებზე.

დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებთან და ასევე ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება. მან აღნიშნა ხელისუფლების ძალისხმევა ხელი შეუწყოს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის გლობალური სატრანსპორტო პროექტებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებით და ამ მხრივ გამოთქვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები