რა პროცედურების ჩატარება შეგიძლიათ ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში?

“ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრი სპეციალიზებული დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიით და გთავაზობთ სერვისების ფართო სპექტრს. ცენტრი ემსახურება პაციენტის  კეთილდღეობას,როგორც პოსტტრავმულ ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში. მათ აძლევს ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობის დაბრუნების საშუალებას და ეხმარება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.  “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე – www.rehabilitation.ge

პროცედურები,რომელთა ჩატარებაც “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრში შეგიძლიათ,საკმაოდ მრავალფეროვანია. ესენია:

  • ულტრაბგერითი თერაპია – დაგეხმარებათ ანთებისა და ტკივილის მართვაში. აუმჯობესებს სისხლმომარაგებას და ლიმფის მიმოქცევას.
  • შროტის მეთოდით ვარჯიშები – გამოიყენება ყველა ტიპისა და ხარისხის სქოლიოზის და კიფოზის სამკურნალოდ. ამცირებს ტკივილს,აუმჯობესებს  სუნთქვის ფუნქციას და პაციენტის ცხოვრების ხარისხს.
  • ელექტროთერაპია – დაგეხმარებათ კუნთების ტონუსის გაძლიერებაში,ტკივილის შემსუბუქებაში. აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
  • ლაზეროთერაპია – ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მქონე თერაპია.
  • მაგნიტოთერაპია – ფართოდ გავრცელებული მკურნალობის მეთოდია. მაგნიტური ველი აუმჯობესებს მემბრანის გამტარობას და ხელს უწყობს უჯრედის ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგებას. აჩქარებს ძვლის შეხორცების პროცესს. ეფექტურია ჰემატომის დროს.
  • ულტრაფონოფორეზი-აერთიანებს ულტრაბგერით თერაპიასა და მედიკამენტურ მკურნალობას, რისი საშუალებითაც მედიკამენტი უკეთ აღწევს ორგანიზმში და ავლენს მაღალ თერაპიულ ეფექტს.
  • დარტყმით-ტალღოვანი თერაპია – მექანიკური წნევის ტალღის მეშვეობით მიიღება ისეთი ეფექტები, როგორიცაა : ტკივილის სწრაფად კუპირება, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, კოლაგენის წარმოქმნა , სისხლმომარაგების გაუმჯობესება და სხვა.
  • ვაკუუმთერაპია– გამოიყენება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
  • PRP თერაპია – თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექციები,მარტივი და მინიმალურად ინვაიზური პროცედურაა, შედეგის მისაღებად კი საშუალოდ 2-6 კვირაა საჭირო.
  • სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი – დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის ადგილობრივად გაუმჯობესებაში,ამცირებს კუნთის სპაზმს და ხელს უწყობს რელაქსაციას.
  • ტრაქცია – პროცედურისას ხდება ხერხემლის სვეტის “გაჭიმვა”, რაც ამცირებს წნევას მალთაშუა დისკებზე და ამსუბუქებს ტკივილს.
  • ღრმა ოსცილაცია-თერაპია ეფუძნება უსაფრთხო და დაბალი სიხშირის ელექტროსტატიკური ველის შექმნის ეფექტს, პროცედურის დროს წარმოქმნილი რხევები ააქტიურებს ინტერსტიციულ დრენაჟს,ამცირებს ადგილობრივ სისხლჩაქცევებს,ანთებას და შეშუპებას დაზიანებულ მიდამოში.
  • მექანოთერაპია – აღადგენს კუნთების და სახსრების ნორმალურ ფუნქციას,აძლიერებს კუნთებს,აუმჯობესებს ნეიროკუნთოვან ფუნქციებს.
  • პრესოთერაპია – ცნობილი,როგორც კომპრესიული თერაპია, გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს,როგორიცაა: ლიმფედემა,ქვედა კიდურის შეშუპება, კუნთების ტკივილი და დაღლილობა და სხვა.
  • სახის მასაჟი – გამოიყენება სახის დამბლისა და სახის კუნთების სისუსტის დროს,პოსტოპერაციულ პერიოდში,საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციისას, სახის კუნთების სპაზმისა და დაძაბულობის დროს და სხვა.

ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრის უპირატესობები

  • ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და სპეციალიზებული პროფესიონალებით.
  • პაციენტები იღებენ მიზანმიმართულ და ეფექტურ მკურნალობას, რომელიც მორგებულია მათ სპეციფიკურ საჭიროებებზე.
  • თითოეული პაციენტი იღებს საფუძვლიან შეფასებას, რათა დადგინდეს მათი ფიზიკური შესაძლებლობები, მიზნები და ზოგადი მდგომარეობა.
  • ცენტრში წარმოდგენილია უახლესი ტექნოლოგიები და აღჭურვილობა.
  • ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი ითვალისწინებს არა მხოლოდ გამოჯანმრთელების ფიზიკურ ასპექტებს, არამედ პაციენტის ფსიქიკურ და ემოციურ კეთილდღეობასაც.
  • რეაბილიტაციის პროცესში ტკივილი გავრცელებული პრობლემაა. ცენტრში წარმოდგენილია ტკივილის ეფექტური მართვის სტრატეგიები და ტექნიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები