სოზარ სუბარი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბერს, რომ ავირჩიოთ ის ხელისუფლება, ავირჩიოთ „ქართული ოცნება“, რომელმაც საოცარი წნეხისა და ზეწოლის მიუხედავად უზრუნველყო მშვიდობა საქართველოში

“ყველა განცხადება, ანგარიში, ქმედება, მოწოდება საქართველოს მიმართ ბოლო ორწელიწად-ნახევარში ჩვენი დაუძინებელი მეგობრებისგან, ალბათ, ეს ტერმინი უფრო სწორი იქნება ამ კონტექსტში ამ ეტაპზე, ვიდრე სხვა ტერმინი, არის მიმართული ერთი რამისკენ – რომ საქართველო როგორმე ომში ჩაებას, მეორე ფრონტი გაიხსნას”, – განაცხადა „იმედის LIVE“-ში საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

სუბარი მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესაჩერებლად არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ეხებოდა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბერს, რომ ავირჩიოთ ის ხელისუფლება, ავირჩიოთ „ქართული ოცნება“, „ხალხის ძალაც“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთიანი სიით გამოვდივართ, რომელმაც უზრუნველყო საოცარი წნეხისა და ზეწოლის მიუხედავად ამ ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მშვიდობა საქართველოში და უზრუნველყოფს შემდგომ წლებში, სანამ არ მოხდება ძირეული გარდატეხა მსოფლიო პოლიტიკაში“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები