საქართველოს ნაკრები “მილანის” ლეგენდებთან დაწინაურდა – 2:1

საქართველოს ნაკრებმა “ლეგენდების” მატჩზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ამ დროისთვის, ანგარიშია 2:1.

მეორე გოლის ავტორი დავით სირაძეა, ხოლო მატჩის პირველი გორი  გიორგი დემეტრაძემ გაიტანა.

“მილანიდან” გოლი მარკო ბორიელომ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდების მატჩი იმართება. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ “მილანის“ ლეგენდები ხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები