ირაკლი კირცხალია: ლომჯარიები და გიგაურები ყოველდღიურად ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში

“ლომჯარიები და გიგაურები ყოველდღიურად ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში, არეულობისა და დესტრუქციის შემოტანაში, ეს ჩვენთვის ახალი არ არის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთოდ არ არის გასაკვირი, როდესაც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია ანტისახელმწიფოებრივ და უსამშობლო ნაბიჯებს დგამენ და აუცილებლად გადადგამენ სადაც ამის იურიდიული შანსი მიეცემათ.

„საზოგადოებას მინდა შევახსენო, როდესაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი იდგა, როგორ დარბოდნენ მათი წარმომადგენლები და არამხოლოდ, კაბინეტ-კაბინეტ ევროპარლამენტში თუ ცალკეულ ქვეყნებში და როგორ არწმუნებდნენ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიეცათ ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია, რადგან „ქართული ოცნება“ ამას მიიწერსო. ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და არა „ენჯეოები“, ან სამოქალაქო საზოგადოება, ამაში დავრწმუნდით. სიტყვა უსამშობლოს როდესაც ვამბობთ, ამას აქვს თავისი მიზეზები და სწორედ ესაა, ეს ქმედებებია იმ უსამშობლობის ნათელი დასტური და მაგალითი. საერთოდ არ არის გასაკვირი, როდესაც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია ანტისახელმწიფოებრივ და უსამშობლო ნაბიჯებს დგამენ და აუცილებლად გადადგამენ სადაც ამის იურიდიული შანსი მიეცემათ. იურიდიულადაც კი არის უკვე დადასტურებული, მას შემდეგ, რაც უარი განაცხადეს რეგისტრაციასა და გამჭვირვალობაზე. ისინი აქ რეალურად „ენჯეოები“ კი არ იყვნენ, არამედ იყვნენ იმ კოლექტიური ნაცმოძრაობის უბრალოდ გამტარი შპს-ები. დონორისგან მიღებულ ფულს როგორც შპს შავ ფულს ისე ატარებდნენ ამ უსამშობლოების დასაფინანსებლად, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და, დღეს როგორც ვხედავთ, მათი დანაყოფები ჰქვია“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები